სურეალიზმი









                                         სიურეალისტური მხატვრობა


     არსებობს თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი მიმდინარეობა,რომელსაც ერთი შეხედვით, "წმინდა" ხელოვნების შესაძლებლობებთან უკვე სრულიად არაფერი, ტექნიცისტურ-ესთეტიკური ხელოვნების შესაძლებლობებთან კი მხოლოდ რაღაც ზედაპირული შეხება აქვს. იგი თავის საგნებს,თუნდაც უაზროს, თითქმის მტკივნეულ განსაზღვრულობაში,ხელშესახებ განსხეულებაში, მტანჯველ მკვეთრ პერსპექტივაში ძალზე მკაფიოდ აჩვენებს. მისი ფაქტურა-ფუნჯის გაქცეული შტრიხი-ძველი ოსტატების დარად გაკრიალებული და ზუსტია.ამგვარი ძველი ხელოვნებისაგან იგი იმით განსხვავდება,რომ მისი საკუთარი თემა სრულიად აბსურდულია. აბსურდი  ძველი დროის ოსტატების თემაც იყო. თანამედროვე ხელოვნების აბსურდი, ეგრეთ წოდებული "სიურრეალიზმი",მათგან მხოლოდ გრადაციით და გარკვეულწილად, მინიშნებით განსხვავდება.
       სიურრეალიზმი, როგორც ხელოვნება,შეგნებულად არის "არაწმინდა" . ის არის არაწმინდა ფორმალური აზრით: მისთვის არაფერია სურათის პლასტიკა და ტექტონიკა, თუნდაც ისინი ფანტასტიკურნი იყვნენ, ფორმალურად "peinture pure"-სთვის რომ დათმოს და "არაწმინდანი" არიან ისინი გადატანითი  აზრით; აგრეთვე მისი საგნები, რომლებშიც ყოფიერების ყველა სფერო ზღვარდაუდებელი უზნეობით ერთმანეთში ირევა და ქიმერა ნორმას წარმოადგენს.მხოლოდ გონებასუსტს შეიძლებოდა მოსვლოდა,რომ სახელი "სიურრეალიზმი"  იდეალისტურად მცდარად გაეგო; თუმცა სიურრეალიზმის აზრის გამომხატველებმა ხაზგასმით უარყვეს, რომ მიებაძათ მათთვის-"რომლებიც, როგორც ბავშვები იმის წინაშე,რისიც ეშინიათ,ან იმის წინაშე, რაც მათ ერცხვინებათ, თვალებს ხუჭავენ და სხვებსაც უხუჭავენ"  
                                                                                                       
                                                                                                  ჰანს ზელდმაირი













No comments:

Post a Comment