
www.google.ge
ხელოვნება რთული ფენონემია.მისი სიმარტივე მოჩვენებითია.ვიწრო გაგებით ესაა რაიმე თვალსაჩინო საქმეში დახელოვნება, დაოსტატება; ფართო გაგებით, ამ ძველ ესთეტიკურ, ისტორიულ ცნებას, განმარტავენ, როგორც კულტურის არსებით ნაწილს, ადამიანის შემოქმედებითი საქმიანობის ცვალებად გამოვლინებას, ცალკეულ ხელოვნებათა მთელ სისტემას იტექტურა, სახვითი ხელოვნება, სკულპტურა, გამოყენებითი ხელოვნება, ცეკვა-სიმღერა.
ხელოვნების დარგები
- არქიტექტურა
- გრაფიკა
- დეკორატიული ხელოვნება
- თეატრი
- კინოხელოვნება
- ლიტერატურა
- მუსიკა
- სკულპტურა
- ფერწერა
- ფოტოგრაფია
- ქორეოგრაფია
სახვითი ხელოვნება
სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. სახვით ხელოვნებას განასხვავებენ საშემსრულებლო ხელოვნების, სიტყვის ხელოვნების,კულინარული ხელოვნებისა და სხვა მსგავსთაგან; თუმცა განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში.
<3
ReplyDelete