
სალვადორ დალიმ ერთხელ ასეთი რამ განახცადა: ”ყოველ დილას აღუწერელი ბედნიერების შეგრძნება მაღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სალვადორ დალი ვარ. მართლაც უსაზღვროდ სასიამოვნოა , იყო სალვადორ დალი. როგორც კი გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს აღფრთოვანებით ვეკითხები, ნეტავ დღეს რა შესანიშნავი რამეების გაკეთებას აპირებს ეს სალვადორ დალი? ამ სიტყვების შემდეგ ეს ექსცენტრიული ესპანელი დიდი ხალისით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი თავში მოუვიდოდა. თავში კი მართლაც გასაოცარი იდეები მოსდიოდა.იგი პარიზის ცნობილ სასტუმრო ,,მაურისში” ხშირად დადიოდა. მომსახურე პერსონალი მხატვრის წასვლის შემდეგ მასზე დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებოდა.სალვადორ დალი საკუთარ თავს ”ღვთაებრივ დალის” ეძახდა. სურდა , ერთი შეხედვით ეცნოთ, არასოდეს არავისში შეშლოდათ, ამიტომ ატარებდა გრძელსა და აპრეხილ ულვაშებს, უცნაურ ქუდს, უცნაურ სამოსს, აწყობდა სკანდალებს. ხატავდა თავის მოგონებებს , შიშებს, ოცნებებს, გასაოცარ შეგრძნებებს, ილუზიებსა და კოშმარულ სიზმრებს.დალის მუზა, სულიერი მეგობარი და თანამოაზრე მასზე 10 წლით უფროსი , გათხოვილი ქალი გალინა დიაკონოვა, გალა იყო. მათ ერთმანეთი 1929 წელს გაიცნეს. გალა მაშინ ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე და მაქს ერნესტის საყვარელი გახლდათ. გალა დალის მოდელი გახდა , ისინი მალე დაახლოვდნენ და არასოდეს დაცილებიან ერთმანეთს. ამ ქალის გამო სალვადორი მამამ სახლიდან დაითხოვა.
ისინი მოგვიანებით დაქორწინდნენ და საოცარი ქორწილიც გადაიხადეს. მათ შვილები არ ჰყავდათ. ”გენიოსების შვილები არასოდეს არაფრით გამოირჩევიან ”- განახცადა დალიმ – არ მინდა ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცო. საკუთარი თავის მემკვიდრე მხოლოდ მე ვარ” . თავის მუზას ციხესიმაგრე უყიდა და ისინი ზაფხულობით სულ იქ იყვნენ. თუმცა ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლოს დაძაბული ურთიერთობა ჰქნდათ. გალას უამრავი ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა და მათ ბევრ ფულს ახარჯავდა.
ucnauri.com