Friday, June 1, 2012

 ხელოვნება
ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.
დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?
და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.
ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.
არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება
.
                                                                                                           
                                                                                                   გალაქტიონ ტაბიძე


Monday, May 21, 2012

ალვადორ დალიმ ერთხელ ასეთი რამ განახცადა: ”ყოველ დილას აღუწერელი ბედნიერების შეგრძნება მაღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სალვადორ დალი ვარ. მართლაც უსაზღვროდ სასიამოვნოა , იყო სალვადორ დალი. როგორც კი გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს აღფრთოვანებით ვეკითხები, ნეტავ დღეს რა შესანიშნავი რამეების გაკეთებას აპირებს ეს სალვადორ დალი? ამ სიტყვების შემდეგ ეს ექსცენტრიული ესპანელი დიდი ხალისით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი თავში მოუვიდოდა. თავში კი მართლაც გასაოცარი იდეები მოსდიოდა.იგი პარიზის ცნობილ სასტუმრო ,,მაურისში” ხშირად დადიოდა. მომსახურე პერსონალი მხატვრის წასვლის შემდეგ მასზე დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებოდა.სალვადორ დალი საკუთარ თავს ”ღვთაებრივ დალის” ეძახდა. სურდა , ერთი შეხედვით ეცნოთ, არასოდეს არავისში შეშლოდათ, ამიტომ ატარებდა გრძელსა და აპრეხილ ულვაშებს, უცნაურ ქუდს, უცნაურ სამოსს, აწყობდა სკანდალებს. ხატავდა თავის მოგონებებს , შიშებს, ოცნებებს, გასაოცარ შეგრძნებებს, ილუზიებსა და კოშმარულ სიზმრებს.დალის მუზა, სულიერი მეგობარი და თანამოაზრე მასზე 10 წლით უფროსი , გათხოვილი ქალი გალინა დიაკონოვა, გალა იყო. მათ ერთმანეთი 1929 წელს გაიცნეს. გალა მაშინ ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე და მაქს ერნესტის საყვარელი გახლდათ. გალა დალის მოდელი გახდა , ისინი მალე დაახლოვდნენ და არასოდეს დაცილებიან ერთმანეთს. ამ ქალის გამო სალვადორი მამამ სახლიდან დაითხოვა.
ისინი მოგვიანებით დაქორწინდნენ და საოცარი ქორწილიც გადაიხადეს. მათ შვილები არ ჰყავდათ. ”გენიოსების შვილები არასოდეს არაფრით გამოირჩევიან ”- განახცადა დალიმ – არ მინდა ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცო. საკუთარი თავის მემკვიდრე მხოლოდ მე ვარ” . თავის მუზას ციხესიმაგრე უყიდა და ისინი ზაფხულობით სულ იქ იყვნენ. თუმცა ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლოს დაძაბული ურთიერთობა ჰქნდათ. გალას უამრავი ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა და მათ ბევრ ფულს ახარჯავდა.
ucnauri.com